სასწავლო პროექტი


დედამიწის  ხელოვნური    თანამგზავრები 

პროექტის  მთავარი  იდეა:  რეაქტიული  მოძრაობის  შესწავლისას  მოსწავლეებმა   გამოთქვეს  სურვილი   მოეძიათ  ინფორმაციები   საფრენი  აპარატების  შესახებ.

პროექტის  აქტუალობა:   მოსწავლეები  განიხილავენ,  რომ  იმპულსის   მუდმივობის  კანონის  გამოყენების  ერთ-ერთი   უმნიშვნელოვანესი მაგალითია   რაკეტების  მეშვეობით   დხთ-სა   და    კოსმოსური  ხომალდების   გაშვება.

პროექტის   მიზნები:   გაეცნონ   საფრენი  აპარატების  შექმნის   ისტორიას;    აღწერონ  მეცნიერების  როლი  ტექნოლოგიური   პროცესების   განვითარებასა   და   დახვეწაში.

მონაწილეთა    ასაკი:     16-17 წ.

ვადები/ხანგრძლივობა:      ორი  კვირა.

მოსალოდნელი   შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას: ბლოგის  შექმნა,   ფოტოგამოფენის  მოწყობა.

პროექტისათვის   საჭირო   ძირითადი  რესურსები:    ქართული  საბჭოთა  ენციკლოპედია   ტ. 5 ;
ქართული  საბჭოთა    ენციკლოპედია  ტ.  3 ;      საფრენი  აპარატები. ინტერნეტი, კომპიუტერი, პროგრამა: ელექტრონული პრეზენტაცია PPTX.

პროექტის   მსვლელობა/ძირითადი   აქტივობები:    კლასი   დავყავი   ჯგუფებად, გავანაწილეთ საძიებელი  თემები.   სამ    დღეში   ერთხელ   ვხვდები   თითოეულ   ჯგუფს, ვეცნობი   მათ   მიერ    მოძიებულ   მასალას    და   ვაძლევ   საჭირო     მითითებებს. ჯგუფებმა    წარმოადგინეს        მოძიებუ ლი  მასალა
   
ჯგუფი:   ,, I   საფრენი  აპარატები ”.     (სლაიდები). 
II     ჯგუფი:       1) რა  იცით     დხთ-ს       შესახებ ?      დხთ   არის   მფრინავი    კოსმოსური   აპარატი, რომელიც   გაჰყავთ   დედამიწის   გარშემო  ორბიტაზე   სამეცნიერო    და  პრაქტიკული     ამოცანების  გადასაჭრელად. დედამიწის     ატმოსფეროში  ფრენებისათვის   განკუთვნილი     საფრენი   აპარატები    იყოფა  აეროსტატიკურ  (აეროსტატი ,  დირიჟაბლი,  სტრატოსტატი );  აეროდინამიკურ-სანავიგაციო  საფრენ  აპარატებად   (თვითმფრინავი,  პლანერი,   შვეულმფრენი);    კოსმოსურ    საფრენ   აპარატებად , რომლებიც  ფრენებს   ახორციელებენ   კოსმოსურ სივრცეში;  რაკეტებად, რომლებსაც  შეუძლიათ  მოძრაობა    როგორც  ატმოსფერში, ასევე  უჰაერო   სივრცეში.
დედამიწის  ირგვლივ  ორბიტაზე  მოძრაობისათვის  აპარატმა  უნდა  განავითაროს   პირველი  კოსმოსური   სიჩქარე   ( 8 კმ / წმ).   კოსმოსურ  აპარატს  უწოდებენ  თანამგზავრს,  თუ  მან  შეასრულა  ერთი   სრული   ბრუნი  დედამიწის   გარშემო.  ადამიანის   გასაფრენ     დხთ-ს   კოსმოსური   ხომალდი    ეწოდება. 
დხთ   არის  სამეცნიერო   კვლევითი   და     (ციური   სხეულების   და   კოსმოსური   სივრცის   გამოსაკვლევად)  და  გამოყენებითი   (კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, დედამიწის  ბუნებრივი   რესურსების  შემსწავლელი,  სანავიგაციო,  სადაზვერვო  ორბიტალური   სადგურები  და  სხვა).     
2 ) რით  განსხვავდებიან   თანამგზავრები    სხვადასხვა   ორბიტებზე   მოძრაობისას?
თანამგზავრები   განსხვავდებიან    მათი   ორბიტების    რადიუსებით, მიმოქცევის   პერიოდის  მიხედვით,  აგრეთვე   აქვთ   სხვადასხვა  მასა    და  აღჭურვილი   არიან    სხვადასხვა   მოწყობილობით. 
       ორბიტა   შეიძლება   იყოს: 
       .  დედამიწასთან  ახლო   მდებარე     (200-2000 კმ )
       .  საშუალო   ორბიტა     ( 2000-35286 კმ )
       . გეოსტაციონალური    (35286  კმ )
   ერთ   სრულ   მიმოქცევას   დხთ    წრიულ    ორბიტაზე  დედამიწის   ზედაპირიდან    200 კმ.
სიმაღლეზე    1  სთ.  28,5 წთ-ს    ანდომებს.
III ჯგუფი: ორბიტალური   სადგური   წარმოადგენს   კოსმოსურ  აპარატს, რომელიც   განკუთვნილია  დედამიწის   მახლობელ   ორბიტაზე  ადამიანის   მიერ   ხანგრძლივი   სამეცნიერო    კვლევების  ჩასატარებლად, დასაზვერად  და  ზედაპირის  დასაკვირვებლად.
     ,,სალიუტი”  სსრკ    ორბიტალური  სადგურების  სერიაა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                           საგნებთან  (საგნობრივ   ჯგუფებთან)  ეროვნულ   სასწავლო  გეგმასთან   კავშირი:


ფიზ.  11 .1. მოსწავლე   აღწერს   სხეულის მოძრაობას  შესაბამისი   განტოლებებით.  
შედეგი   მიღწეულია,  თუ:    

  • მოსწავლე     იყენებს   იმპულსის   მუდმივობის  კანონს   დედამიწის   ხელოვნური   თანამგზავრების    მოძრაობის   აღსაწერად,   საჭირო   ლიტერატურისა    და    ინტერნეტის   საშუალებით     მოიპოვებს  სათანადო    ინფორმაციებს.
პროექტის   ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციცინო   სირბილაძე.


ხელმძღვანელის    ელ-ფოსტა:  cicinosirbiladze@gmail.com